|
2019-11-05 16:04:29, 2156 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - ჩინეთის საზღვაო უმაღლესი სასწავლებლები ქართველ სტუდენტებს უფრო მეტ სტიპენდიას შესთავაზებენ
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრისგან დაპირება მივიღე, რომ საქართველოსა და ჩინეთის საზღვაო სასწავლებლებს შორის გაცვლითი პროგრამები უფრო გაფართოვდება და უფრო მეტ სტიპენდიას შესთავაზებს ქართველ სტუდენტებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრთან ლი სიაოფენგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ლი სიაოფენგთან შეხვედრაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მხარეებმა განიხილეს, მეზღვაურთა სერთიფიკატების ურთიერთაღიარება იყო. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის საზღვაო განათლების სფეროში გაცვლითი პროგრამები უკვე დაწყებულია და შანხაის საზღვაო უნივერსიტეტი უკვე სთავაზობს ჩვენს კურსდამთავრებულებს სტიპენდიებს. „დღეს კი დაპირება მივიღეთ ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრისგან, რომ არსებული გაცვლითი პროგრამები უფრო გაფართოვდება და საზღვაო უმაღლესი სასწავლებლები უფრო მეტ სტიპენდიებს შესთავაზებენ ქართველ სტუდენტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)