14:24 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-05 16:01:45, 1829 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს უზბეკეთის დელეგაცია გაეცნო

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უზბეკეთის დელეგაცია ესტუმრა და უწყების მიერ განხორციელებულ  წარმატებულ რეფორმებს გაეცნო. საჯარო რეესტრის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარი ხარძიანმა სტუმრებს მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო  2016 წლის აგვისტოდან წარმატებით ახორციელებს.

გარდა ამისა, დელეგაციის წევრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს გამარტივებული პროცედურების, ელექტრონული სერვისების, ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურებისა და საჯარო რეესტრის სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.

აზიისა და წყნარი ოკეანეთისათვის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) მიერ ორგანიზებული ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები სხვადასხვა საჯარო უწყების მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) თემის ფარგლებში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს ეცნობიან.

დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის, ეკონომიკისა და მრეწველობის, ფინანსთა, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების, ასევე სტატისტიკის კომიტეტის, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, პროკურატურის, სამოქალაქო საზოგადოებისა და  მედიის წარმომადგენლები შედიოდნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics