17:51 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-05 13:43:29, 2343 ნახვა

პოლიტიკა
„თქვენი დარწმუნება არ მჭირდება მართალ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“ - ხმაური კომიტეტის სხდომაზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები უვადო მოსამართლეობის კანდიდატს ლაშა ქოჩიაშვილს უსმენენ, ხმაური იყო. 

ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ მოსამართლეობის კანდიდატი, ქოჩიაშვილი და „ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია.

დაპირისპირება მოჰყვა ბოკერიას კითხვას: „შეიძლება თუ არა, რომ მოსამართლემ ერთი და იგივე თითქმის იდენტური გარემოების პირობებში, შეაფასოს საქმის შინაარსი, შემდეგ გავიდეს დრო, დაფიქრდეს მოსამართლე და სხვანაირად შეაფასოს საქმე იგივე მტკიცებულებებით“?

რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა ბოკერიას უპასუხა:

„თქვენი დარწმუნება არ მჭირდება მართალ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით" 

გიგა ბოკერიას შეფასებით, „ასეთი პასუხით მოსამართლემ ყველას მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა."





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics