|
2019-11-05 11:05:13, 6211 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად იმყოფებოდა. ვიზიტი დაიწყო მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე“ სტუმრობით, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის თავდაცვის ძალების უფროსთან, გენერალ ებერჰარდ ცორნთან ერთად ჩავიდა. გერმანულ ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ჩრდილოეთ მიმართულების სარდალთან, ბრიგადის გენერალ იურგენ ბროტსთან შეხვედრაზე მხარეებმა ჩრდილოეთ ავღანეთში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და სტაბილურობის გაძლიერებაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა ბაზა „მარმალზე" დისლოცირებული საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. ბაზა „მარმალზე“ სტუმრობის დასასრულს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)