|
2019-11-05 10:53:21, 2250 ნახვა
ეკონომიკა
2019 წელს საქართველოდან 75,6 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული 11% მეტი ვიდრე შარშან
2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 75,6 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 11%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 195 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 20%-ით მეტია. ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ - 51% (603762 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი - 3% (106855), პოლონეთი - 16% (3225982) და ჩინეთი - 12% (6060265). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: ლიეტუვა - 56% (570948), გერმანია - 34% (506565), ბელარუსი - 62% (2193257), ისრაელი - 85% (240893), ესტონეთი - 20% (559412), რუსეთი - 11% (47201598), მოლდოვა - 7090% (509018), ნიდერლანდები - 28% (81562), ჩეხეთი 98% - (66144), შვედეთი - 460% (64962), ბულგარეთი - 73% (32934), ავსტრალია - 16% (19756), კანადა - 12% (134850), მონღოლეთი - 38% (224652), და ა.შ. ექსპორტიორი ქვეყნების ათეულია: რუსეთი (47201598), უკრაინა (8306807), ჩინეთი (6060265), პოლონეთი (3225982), ყაზახეთი (2958618), ბელარუსი (2193257), ლატვია (1089768), აშშ (603762), ლიეტუვა (570948) და ესტონეთი (559412). 10 თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 302-მა კომპანიამ განახორციელა. ამასთან, მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 23,8 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 52%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 50,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 58%). მსოფლიოს 27 ქვეყანაში ექსპორტირებულია 521,7 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 62% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,5 მლნ აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 58%). მთლიანად ღვინის, ბრენდი, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 284 მლნ აშშ დოლარი, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)