|
2019-11-04 17:52:55, 2474 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობის ინიციატივით აშშ-ის წამყვან ტელევიზიებში საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე სარეკლამო კამპანია მიმდინარეობს
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, აშშ-ის წამყვან ტელევიზიებში (Fox News, CNBC და სხვა) საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ექვსთვიანი სარეკლამო კამპანიის მეორე ეტაპი დაიწყო, რომელიც 40 მილიონზე მეტ აუდიტორიას დაფარავს. „კამპანიის მიზანია ამერიკულ აუდიტორიას გააცნოს საქართველო - მისი ეკონომიკური პოტენციალი და მნიშვნელოვანი როლი როგორც რეგიონის კარიბჭე, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კომერციული და სავაჭრო კავშირების მეტად გამრავალფეროვნებასა და გაღრმავებას", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. კამპანიის ფარგლებში მომზადდა ვიდეორგოლი "Good For Business, Good for America," რომელიც აშშ-ის სხვადასხვა წამყვან ტელეარხებზე გადის. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური კამპანია აშშ -ში პირველად ტარდება და მას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოსთან პარტნიორობით აწარმოებს. კამპანიის პირველი ნაწილი მიმდინარე წლის მაისი-ივლისის პერიოდში განხორციელდა, ხოლო მეორე ეტაპი სექტემბერი-ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)