|
2019-11-04 13:44:27, 1340 ნახვა
საზოგადოება
მეუფე პეტრე დეკანოზის შეწყალებაზე: თუ პრეზიდენტმა ისევ „დაფრანგულობის“ გზა აირჩია, მაშინ ეს არის დადგმული სცენარი
„თუ პრეზიდენტმა ისევ „დაფრანგულობის“ გზა აირჩია და თავი შეიკავა წმინდა სინოდისა და პატრიარქის მიმართვის დაკმაყოფილებისგან, გამოდის, რომ ეს დადგმული სცენარია“, - ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე საუბრისას განაცხადა. მან ზურაბიშვილს მოუწოდა, პატივი სცეს სინოდის გადაწყვეტილებას და შეწყალებასთან დაკავშირებით, შუამდგომლობა დააკმაყოფილოს. „მიმაჩნია, რომ თუ პრეზიდენტმა ისევ „დაფრანგულობის“ გზა აირჩია და თავი შეიკავა წმინდა სინოდისა და პატრიარქის მიმართვის დაკმაყოფილებისგან, მაშინ როდესაც ის ამბობდა, რომ შეურაცმყოფელია და გმობს პატრიარქის ამას გმობს პატრიარქის შეურაცხყოფას ანუ ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება მისი საქციელი უკვე „დაფრანგულობის“ ფორმატში გამოდის, რომ ეს არის დადგმული სცენარი, წინასწარ შეთანხმებული გეგმა, რომ საპატრიარქომ მოიხსნას პასუხისმგებლობა მორალური, უშუამდგომლოს, მაგრამ პრეზიდენტმა თქვას უარი“, - აღნიშნა მეუფე პეტრემ. ჭყონდიდის ყოფილი მეტროპოლიტი ასევე თვლის, რომ საპატრიარქომ დეკანოზის სასჯელის გადავადების მიზნით იუსტიციის სამინისტროს უნდა მიმართოს. „არსებობს ალტერნატივა, საპატრიარქომ სასწრაფოდ უნდა მიწეროს წერილი იუსტიციის მინიტრს, ვინაიდან შუამდგომლობის მიზეზი იყო ჯანმრთელობის გაუარესება. არსებობს კანონი, რომლის თანახდმადაც ხდება პატიმრის სასჯელის გადავადება მკურნალობის მიზნით ანუ პატიმარს ათავისუფლებენ ციხიდან სამკურნალოდ, შემდეგ იგი ისევ უბრუნდება სასჯელაღსრულების დაწესებულებას. აი ამ პუნქტით შესაძლებელია, რომ თუ პრეზიდენტი გახდება არაადეკვატური, იუსტიციის სამინისტრომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოს საპატრიარქოს თხოვნა“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.
ლიკა ბესელია
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)