|
2019-11-04 13:05:11, 1532 ნახვა
საზოგადოება
მეუფე პეტრე: ჩემს წინააღმდეგ უსამართლო სასჯელები უკვე დაწესებულია, სერიები გაგრძელდება
„ჩემს წინააღმდეგ უსამართლო სასჯელები უკვე დაწესებულია, სერიები გაგრძელდება“, - ამის შესახებ მეუფე პეტრემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მას პატრიარქთან მოსანანიებელი არაფერი აქვს და მზადაა ნებისმიერი გამოწვევისათვის. „სულიერი ცხოვრების გაგრძელებას ვაპირებ სულის საცხონებლად. დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებ, ეკლესიის გაჯანსაღებისა და არსებული პრობლემების მოგვარებისთვის. მე სიკვდილამდე მაქვს აღთქმა დადებული იესო ქრისტეს მორჩილებისა, სახარების სწავლებისა, წმინდა მამათა სწავლებისა და ვაპირებ დავემორჩილო რჯულის კანონის ფარგლებში. უსამართლობასა და უწმინდურობას არ დავემორჩილები. ჩემს წინააღმდეგ უსამართლო სასჯელები უკვე დაწესებულია, სერიები გაგრძელდება. მე მზად ვარ ნებისმიერი გამოწვევისთვის. სინოდის გადაწყვეტილების მხილება თეოლოგების მხრიდან მოხდა და ამ გადაწვეტილებას სამგზის სირცხვილი უკვე უწოდეს. პატრიარქის წინაშე მე მიმაჩნია, რომ მე მოსანანიებელი არაფერი მაქვს. ან უნდა დავისაჯო მე ცილისწამებისათვის, ან უნდა დამტკიცდეს ჩემი ბრალდება კანონიკური სამართლის მიხედვით. მე გავაგრძელებ ბრძოლას სიწმინდისათვის, სამართლიანობისთვის და მართლმადიდებლობისათვის. ციანიდის სკანდალის შემდეგ, ის რაც იკადრა საპატრიარქომ და ზოგადად, რასაც მე ვხედავ, ანტიქრისტიანობას და ანტიქრისტეობას სასულიერო პირებისა თუ მაღალი იერარქებისაგან, არაფერs არ გამოვრიცხავ. უბრალოდ, ნდობასაც კი არ ვუცხადებ მათ სივრცეს“, - ამბობს მეუფე პეტრე.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)