15:08 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-04 12:41:26, 1591 ნახვა

საზოგადოება
მამა ანდრია სარია: გავაგრძელებთ ბრძოლას კანონიკური სამართლის მიხედვით

მეუფე პეტრე ცაავა პატრიარქის მძიმე ცოდვაში დადანაშაულებიდან მე-5 დღეს საეპისკოპოსო რეზიდენციას ტოვებს და თბილისში გამოემგზავრება.

მისი თანამოაზრეების თქმით, წირვას, რომელსაც პეტრე ცაავას შემცვლელი მეუფე გრიგოლი მარტვილში აღავლენს არ დაესწრებიან და ამასთანავე, ბრძოლას კანონიკური სამართლის მიხედვით გააგრძელებენ.

 „ვაგრძელებ მღვდელმსახურებას, ვემორჩილები რა თქმა უნდა, განჩინებას, როგორც მეუფე პეტრე, თუმცა სინოდის გადაწყვეტილების იმ ნაწილს ვაპროტესტებთ, რაც უსამართლოდ განაჩინეს. გავაგრძელებთ ბრძოლას კანონიკური სამართლის მიხედვით. რაც შეეხება იმას, თუ სად გავაგრძელებ მღვდელმსახურებას, ეს გამოჩნდება, დრო გვიჩვენებს. ამავე დროს მე დავტოვე სულიერებისა და კულტურის ცენტრის დირექტორის თანამდებობაც. შესაბამისად, ეს თანამდებობები ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს, რადგან პირველ ადგილზე სიმართლე და პრინციპულობა დგას“, - განაცხადა მამა ანდრია სარიამ.

 

გიორგი ჩაფიძე





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics