|
2019-11-01 16:54:23, 1243 ნახვა
საზოგადოება
გიორგი წოწკოლაურმა აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი ხეჩინაშვილის კლინიკაში მოინახულა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა ქარელში, დევნილთა საცხოვრებელ შენობაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 58 წლის მამაკაცი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოინახულა. „მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ინტენსიური მკურნალობა უტარდება დამწვრობის ცენტრში, სადაც შემთხვევიდან უმოკლეს დროში გადაიყვანეს. სამედიცინო პერსონალი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამ დროისთვის შემიძლია გითხრათ, რომ დაშავებულს სხეულის 35%-იანი დამწვრობა აღენიშნება. რამდენიმე საათში, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება მის მდგომარეობაზე დაზუსტებით საუბარი”, - განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა. მინისტრის მოადგილე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ხოჯევანიშვილთან და ქარელის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა გულიაშვილთან ერთად, ქარელში, შემთხვევის ადგილზეც იმყოფებოდა. აფეთქების შედეგად დაზიანებული დევნილთა საცხოვრებელი შენობის აღდგენა უმოკლეს ვადაში მოხდება. (NS)
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)