|
2019-10-30 14:08:24, 1335 ნახვა
საზოგადოება
„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, ეროვნული სკრინინგ ცენტრის აქცია გაიმართა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვესთან, “ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით, კიბოს სკრინინგის საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში, ერონული სკრინინგ ცენტრთან თანამშრომლობით საკომუნიკაციო და სკრინინგ აქცია გაიმართა. ღონისძიების მიზანია, ძუძუს კიბოს პრობლემასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერებისა და ქალთა ინფორმირებულობის დონის ამაღლება. ღონისძიების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე განთავსდა მამომობილი, სადაც ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლებმა ძუძუს უფასო გამოკვლევები ჩაატარეს. ცენტრის ტერიტორიაზე ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თემატიკაზე "ზუმბა ფიტნეს ცენტრმა" პერფომანსიც გამართა. "პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო კიბოს წინააღმდეგ საკომუნიკაციო კამპანიის წევრებს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, პირადად ბატონ ამირან გამყრელიძეს აღნიშნული ინიციატივისთვის და ასევე, "ზუმბა ფიტნეს" ცენტრს მხარდაჭერისთვის, რომელთაც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გამოთქვეს სურვილი ჩართულიყვნენ აღნიშნულ კამპანიაში. დღეს სწორედ ასეთი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მაგალითები გვჭირდება, რადგან ჩვენ ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, რომ ერთის მხრივ დავარწმუნოთ მოქალაქეები ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ჩატარების მნიშვნელობაში და მეორეს მხრივ უზრუნველვყოთ სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხი“, - განაცხადა ეთერ კიღურაძემ ღონისძიებაზე. თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თავის გამოსვლაში სკრინინგული პროგრამების პოპულარიზაციის საქმეში საზოგადოების ყველა სფეროს სოციალურ პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება, ამ მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა და კიბოს სკრინინგის საინფორმაციო კამპანიის წარმოებაში მხარდაჭერა აღუთქვა.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)