|
2019-10-29 11:02:38, 1112 ნახვა
საზოგადოება
ახალი ISUZU-ს მარკის ავტობუსები №108 მარშრუტზე გავიდა
ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი, EURO 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები №108 მარშრუტზე გავიდა და მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - სოფელი გლდანის მარშრუტზე მოძრავი 4 ძველი „ბოგდანი“ ამავე რაოდენობის ავტობუსით ჩაანაცვლა. პირველ ეტაპზე, ახალი ავტობუსები სულ 10 მარშრუტზე გადანაწილდნენ: N4, 10, 28, 34, 42, 56, 66, 78, 103 და 108. ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება თბილისის მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის მიხედვით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, წელს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შეისყიდა 220 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი. დარჩენილ 160 ავტობუსს მწარმოებელი ქალაქს წლის ბოლომდე ეტაპობრივად მიაწვდის. ISUZU-ს მარკის ავტობუსი გათვლილია 53 მგზავრზე, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტობუსში განთავსებულია, როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა და usb დამტენები. პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს 64 790 000 ლარს.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)