|
2019-10-29 10:59:57, 897 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე კომპანია „ცენტრ პოინტის“ მშენებლობის შედეგად დაზარალებულებს შეხვდა
კომპანია „ცენტრ პოინტის" მშენებლობის შედეგად დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფთან დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გამართა. შეხვედრას თბილისის მერთან ერთად მერის მოადგილე ილია ელოშვილი ესწრებოდა. კახა კალაძემ დაზარალებულებს მიმდინარე პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა. ამასთან, როგორც მერის მოადგილე ილია ელოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა, კომპანია „ცენტრ პოინტის" მშენებლობის შედეგად დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრები უკვე თვენახევარია მიმდინარეობს და წლის ბოლოს უკვე მზად იქნება პრობლემის გადაჭრის გეგმა. „პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაო ჯგუფთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. დღეს ამ ფორმატში დაზარალებულებს მერი შეხვდა. შევაჯამეთ ის სამუშაოები, რომელიც ამ საინიციატივო ჯგუფმა გაწია. გვაქვს კონკრეტული გეგმები და მიზნები, რასაც ჯგუფს ვუთანხმებთ. კონკრეტუალდ დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით იმ სტრატეგიაზე, რომლითაც კომპანიების მოზიდვა უნდა განხორციელდეს. იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე, გარკვეული ვალდებულებების დონეზე გვექნება ძალიან გამოკვეთილი სურათი, თუ როგორ მოხდება ამ პრობლემის გადაწყვეტა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესში ჩართულია საინიციატივო ჯგუფი და დაზარალებულები. ყოველი ნაბიჯი იქნება მათთან შეთანხმებული", - განაცხადა ილია ელოშვილმა. შეხვედრას საკრებულოს წევრები ბექა დავითულიანი და ირაკლი ზარქუა ესწრებოდნენ.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)