|
2019-10-28 18:07:37, 1932 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ ოქროყანაში მცხოვრებ 30 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა
თბილისის მერი კახა კალაძე სოფელ ოქროყანაში იმყოფებოდა, სადაც 30 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტი გადასცა. 30 ოჯახი ოქროყანაში 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა, თუმცა მათთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ქონება მათ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ. „ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა ხორციელდება. ოქროყანაში საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად 30 ოჯახს დაუკანონდა. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობენ აქ, ბევრი მათგანი დევნილია, ბევრი შესახლებულია, სახლის გარეშე დარჩენილი. ისინი ათეული წლებია ცხოვრობენ და ვერ ახერხებდნენ, რომ ფართები მათ საკუთრებაში ყოფილიყო. ძალიან მიხარია, ამდენ ბედნიერ და გახარებულ ადამიანს ვხედავ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვჩერდებით, გავაგრძელებთ ამ პროგრამის განხორციელებას. ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, მიმართონ ადგილობრივ გამგეობებს, სადაც აუხსნიან, თუ რა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ. შემდეგ ეს გადმოიგზავნება თბილისის მერიაში და ჩვენ მოვახდენთ ფართების დაკანონების პროცესს. ამდენად, ყველანაირად ხელს შევუწყობთ და დავეხმარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. კახა კალაძის მერობის პერიოდში საცხოვრებელი ფართები 650-დე ოჯახს დაუკანონდა. ოქროყანაში მცხოვრებლებისთვის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების გადაცემის პროცესს ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, თბილისის საკრებულოს დეპუტატები ბექა დავითულიანი, ირაკლი ზარქუა და სხვა პირები ესწრებოდნენ.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)