|
2019-10-28 14:55:21, 2316 ნახვა
საზოგადოება
„პროკურატურა ბავშვების სიცოცხლის მოსპობითა და ჩემი ძმის დაკავებით მემუქრება“ - დეკანოზი ციხიდან წერილს ავრცელებს
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან წერილს აგზავნის. დეკანოზის განცხადებით, პროკურატურა ბავშვების სიცოცხლის მოსპობითა და თავისი ძმის, თორნიკე მამალაძის დაკავებით ემუქრება. „გავრცელდა პროკურორის მამხილებელი წერილი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა პროკურატორის მიერ დაკვეთილი საქმეების შეკერვა, რასაც მე 2017 წლიდან გავიძახი. სწორედ საქმეების შემკერი ლიდერი, პროკურორი მამუკა ვასაძე გაჰყავთ ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. ვასაძე, რომელიც არ არსებული დანაშაულის აღიარებას მაიძულებდა და ამ დანაშაულში მეუფე დიმიტრის და სოსო ოხანაშვილის მონაწილეობას მთხოვდა. ეს ის ვასაძეა, რომელმაც არ იცის რა არის პატივი და ღირსება, დარწმუნებული ვარ ბატონმა ვასაძემ არც მორალი და ეთიკა იცის, რადგან თავისი ხელის ბიჭების მეშვეობით, ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების გარდა, საუბარს და აღიარებას მთხოვდნენ. მე ორი წელი და რვა თვე ლიკვიდაციის შიშში მაცხოვრებენ. ამით, რომ ვერ შემაშინეს, ბავშვების სიცოცხლის მუქარაზე და თორნიკეს დაკავების მუქარაზე გადავიდნენ, თუმცა ავიწყდებათ, რომ არაფერი არ იმალება". - ნათქვამია დეკანოზის წერილში, რომელიც მან "ტვ პირველს" მიაწოდა.
მოამზადა ლიკა ბესელიამ
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)