|
2019-10-28 13:09:37, 1086 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს ელექტრონული ზედამხედველობის ინიციატივას დღეს ბიუროს სხდომაზე წარადგენენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული ზედამხედველობის ინიციატივას, რომელმაც ქალებზე ძალადობის ფაქტები უნდა შეამციროს, დღეს პარლამენტში გამართულ ბიუროს სხდომაზე წარადგენენ. შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის ნინო ცაციაშვილის თქმით, ინიციატივა ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ ელექტრონულ ზედამხედველობას გულისხმობს, ხოლო ძალადობის განმეორების რეალური საფრთხის შემთხვევაში, პოლიციას უფლება ექნება მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა დააწესოს. „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ. ამ პროექტის მიზანი ერთის მხრივ მსხვერპლის დაცვის უფრო მეტად უზრუნველყოფა და გაძლიერება და მეორეს მხრივ, შემდგომი უფრო მძიმე დანაშაულის თავიდან აცილებაა“, - ამბობს ნინო ცაციაშვილი. აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია კანონპროექტის მხარდაჭერას აპირებს, თუმცა, გარკვეული რეკომენდაციებიც აქვს.
მოამზადა გიორგი ჩაფიძემ
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)