17:59 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-28 12:18:13, 721 ნახვა

საზოგადოება
„სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების“ სახელმძღვანელოს დანერგვა დასრულდა

სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით თბილისის საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის  სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ტრენინგების მე-2 ეტაპი გაიმართა. თბილისის ბაღების წარმომადგენლებს  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა  განახლებული სახელმძღვანელო გააცნეს და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაციაც მიაწოდეს. 
 
სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში 2016 წელს შემუშავდა და მისი დანერგვა ამავე წელს სწორედ თბილისიდან დაიწყო. განახლებული სახელმძღვანელო, რომელიც ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

ტრენინგის მონაწილეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და ბაღების გაერთიანების დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ მიმართეს და გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრაში სკოლამდელი განათლების როლზე ესაუბრნენ. 

სახელმძღვანელო მთელი საქართველოს მასშტაბით დაინერგა და ყველა მუნიციპალიტეტში 2000-მდე აღმზრდელ-პედაგოგი გადამზადდა. სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics