|
2019-10-27 12:43:27, 1690 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის აზრი და მომდევნო წლის ბიუჯეტი სწორედ მათი ინტერესებიდან გამომდინარე იგეგმება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ალამბრის, აჭყვისთავისა და ზენითის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები მოინახულეს და მოსახლეობისგან მიიღეს ინფორმაცია მათი საჭიროებების და არსებული გამოწვევების შესახებ. ,,ღია შეხვედრების" ფორმატში ჩვენ ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის აზრი, რათა მომდევნო წლის ბიუჯეტი სწორედ მათი ინტერესებიდან გამომდინარე დაიგეგმოს. დაისვა ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც საჭიროებს ოპერატიულ, დროულ მოგვარებას. მოქალაქეებს სჭირდებათ როგორც ხარისხიანი, გამართული ინფრასტრუქტურა, ასევე სჭირდებათ ყველა ის სერვისი, რომელიც მათ გაუადვილებს სოფლად ცხოვრებას. ხელისუფლების ყველა რგოლი იქნება ჩართული მათი პრობლემების გადაწყვეტაში. ბევრი მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები, იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება, თუ ინფრასტრუქტურული პროექტები. მიმდინარე საკითხები, რომლებიც ხალხს აწუხებს უნდა გადავჭრათ ოპერატიულად და ამაში ჩართული იქნება თითოეული საჯარო მოხელე" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ინტერნეტიზაცია - ის ძირითადი მიმართულებებია, რაც მოსახლეობამ ალამბარში, აჭყვისთავსა და ზენითში პრიორიტეტად დაასახელა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ აჭარის მთავრობის წევრები, საქართველოს პარლამენტის და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ქობულეთის მუნიციპალიტეტის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები. NS
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)