|
2019-10-26 18:40:25, 2097 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის პროექტი „ჩემი ადვოკატი“ მედიაციის მიმართულებით მუშაობას იწყებს
თბილისის მერიის ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატის“ ტრენერ-ადვოკატებმა, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ოთხდღიანი ტრენინგი - „წარმომადგენლობა მედიაციის პროცესში“ გაიარეს. პროექტი „მედიაცია და არბიტრაჟი - დავების ეფექტიანი გადაწყვეტა“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივაა და მიზნად ისახავს დავებში მედიაციისა და არბიტრაჟის გამოყენების ხელშეწყობას. მედიაცია არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი, რომელიც, მედიატორის დახმარებით, დავების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას გულისხმობს. მედიატორი მხარეებს პრობლემის აღმოჩენაში, სტრატეგიის შემუშავებაში, მოლაპარაკების წარმართვასა და მათთვის მისაღები შედეგის მიღწევაში ეხმარება. მოქალაქე სწრაფად, დაბალი ფინანსური დანახარჯით თავად აგვარებს წარმოშობილ დავას. მედიაციის პროცესი ხელს შეუწყობს სასამართლოს განტვირთვასა და მართლმსაჯულების ეფექტურ განხორციელებას. კანონი მედიაციის შესახებ საქართველოს პარლამენტმა 27 სექტემბერს მიიღო. მედიაციის, როგორც დავის გადაჭრის ალტერნატიული მეთოდი ამ დრომდე ნაკლებად გამოიყენებოდა, ხოლო პრაქტიკის განსავითარებლად მნიშვნელოვანია კერძო პრეცედენტების შექმნაც, რაც მედიაციასთან დაკავშირებით ცნობიერების, ნდობის და პოპულარიზაციის მიმართულებით პოზიტიურ როლს შეასრულებს. ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატი“ მნიშვნელოვნად მიიჩნევს მედიაციის განვითარებას რაც ქვეყანაში მართლმსაჯულების განხორციელების ეფექტურობას გაზრდის. ორგანიზაცია „ჩემი ადვოკატი“ ყოველწლიურად დაახლოებით 20 000 მოქალაქეს უწევს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით უფასო იურიდიულ დახმარებას, ხოლო 2020 წლიდან მოსახლეობას დავების მედიაციის მეშვეობით გადაწყვეტასაც შესთავაზებს.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)