|
2019-10-25 19:15:58, 5738 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანელ კოლეგას ბრიუსელში შეხვდა
საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები, ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ერთობლივი მონაწილეობა და გერმანიის როლი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებით იმპლემენტაციასა და შემდგომ განვითარებაში ის მთავარი საკითხები იყო, რაზეც საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებმა ბრიუსელში ისაუბრეს. ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ გერმანიის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის ანნეგრეტ კრამპ-კარრენბაუერს მადლობა გადაუხადა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში გერმანიის კონტრიბუციას გაუსვა ხაზი. ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანელ კოლეგას ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის შესაბამისად თავდაცვის უწყების განვითარების სამომავლო გეგმები და ძირითადი პრიორიტეტები გააცნო და აღნიშნა, რომ პროცესი საერთაშორისო პარტნიორების აქტიურ მხარდაჭერას ითვალისწინებს. ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში საუბრისას ხაზი გაესვა გერმანიის მხარდაჭერას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესსა და ორმხრივ ფორმატში წარმატებულ პარტნიორობას. მინისტრებმა საერთაშორისო სწავლებებში ქართველი და გერმანელი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი. შეხვედრის დასასრულს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციის თავდაცვის მინისტრები ორმხრივი თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე სასაუბროდ სამომავლო შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)