|
2019-10-25 19:10:50, 1490 ნახვა
საზოგადოება
როგორ დავიცვათ უსაფრთხოება ბუნებრივ აირზე მომუშავე აპარატების გამოყენებისა და მონტაჟისას
ტემპერატურის კლებასთან ერთად, აქტუალური გახდა ბუნებრივ აირზე მომუშავე გათბობის სისტემების სწორად გამოყენება და მონტაჟი. სამწუხაროდ, ყოველ სეზონზე გაუმართავი სისტემების და არასწორი მონტაჟის გამო, ხშირია უბედური შემთხვევები, რომლებიც ხშირად ფატალურადაც სრულდება. აუცილებელია, ყველა სისტემის სწორად, პროფესიონალების მიერ დაყენება და შემდგომში მათი სწორად მოვლა. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ხელოსანზე და თვითონ გათბობის პროდუქტზე ეკონომიის გაკეთება, შესაძლოა, თქვენთვისაც და თქვენი მეზობლისთვისაც ტრაგიკულად დასრულდეს. რჩევებისათვის ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიას“ სპეციალისტს მივმართეთ. მისი განმარტებით, გაუმართავი გაზის ხელსაწყოებისა და არასტანდარტული საკვამლე და სავენტილაციო არხების გამოყენებისას შესაძლებელია, სათავსოში მომწამლავი გაზის, CO-ს გამოყოფა. იგი უფერო, უსუნო, უგემო, ძლიერ მომწამლავია. გარემოში CO-ს 0.5% შემცველობა 20-30 წთ-ში ახდენს ადამიანზე სასიკვდილო ზემოქმედებას, ხოლო 1% შესუნთქვისას 1-2 წთ-ში იწვევს სიკვდილს. ხოლო სათავსოში გაზის 5-15% დაგროვებისას წარმოიქმნება ფეთქებადსაშიში ნარევი. უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მას, ვინც იყენებს ამ დანადგარს, არამედ საშიშია მისი გარემოცვისთვის - გაზის აფეთქების შედეგად შეიძლება დაზიანდეს მთლიანი შენობა. აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორები:
„გორგიაში“ შეძლებთ შეიძინოთ ყველა სახის გათბობის სისტემა საუკეთესო ფასად, ასევე გაზის ინდიკატორები უსაფრთხოებისთვის. აქვე სპეციალისტებისგან პროფესიონალურ რჩევას მიიღებთ. ნუ გააკეთებთ ეკონომიას თქვენს და გარშემომყოფების ჯანმრთელობაზე. დეტალური ინფორმაციისათვის უყურეთ ვიდეოს.
(R)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)