19:34 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-25 16:44:24, 1410 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე: საუბარი იმაზე, რომ ანა დოლიძე სასწრაფოდ უნდა გავიდეს იუსტიციის საბჭოდან, ზედმეტია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნას გამოეხმაურა.

მდინარაძის თქმით, საუბარი იმაზე, რომ ანა დოლიძე სასწრაფო წესით უნდა წავიდეს იუსტიციის საბჭოდან , ზედმეტია.

„ის პრაქტიკულად პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს შესაძლოა, შეუთავსებელი იყოს, მაგრამ დღესვე ამასთან დაკავშირებით საუბარი იმაზე რომ იუსტიციის საბჭოდან ანა დოლიძე სასწრაფოდ გავიდეს, შეიძლება იყოს ზედმეტი. ეს ჩემი შესაფასებელი ნამდვილად არ არის. პოლიტიკოსებმა ასეთი ხისტი შეფასებებისგან თავი უნდა შეიკავონ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძე

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავს. შესაბამისი მიმართვა საბჭოს წევრებს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა წარუდგინა. როგორც მან აღნიშნა, ამ მოთხოვნის საფუძველი ის არის, რომ დოლიძე იუსტიციის საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics