|
2019-10-25 12:03:40, 848 ნახვა
საზოგადოება
ხატია წილოსანი IFAD-ის სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა თურქეთის ქალაქ სტამბოლში, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) სტრატეგიულ ფორუმზე საქართველოს სოფლის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების სახელმწიფო პოლიტიკაზე, მიმდინარე პროექტებზე და საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „სტამბოლში გამართულ რეგიონულ სტრატეგიულ ფორუმზე განისაზღვრა ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ქვეყნების მთავრობების მიერ იქნა იდენტიფიცირებული, როგორც პრიორიტეტული შემდგომი დაფინანსების მისაღებად. საქართველო 20 წელია სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან (IFAD) თანამშრომლობს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტი, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებთ, სოფლად ახლგაზრდების დასაქმების მხარდაჭერას გულისხმობს, რასაც საქართველოს მთავრობა სოფლის განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტად მოიაზრებს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ხატია წილოსანმა ფორუმზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაახლოების პოლიტიკის ფორმატში არაერთ რეგულაციაზე მუშაობს. ამ მიმართულებით საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მხრიდან როგორც ტექნიკური, ასევე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებებით მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მინისტრის მოადგილემ ფორუმზე საქართველოში სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობის წარმატებულ შედეგებზე ისაუბრა. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) სტრატეგიული ფორუმი ქალაქ სტამბოლში 22-24 ოქტომბერს გაიმართა. ფორუმს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, ევროპისა და ცენტრალური აზიის 20-ზე მეტი ქვეყნის 200 დელეგატი ესწრებოდა. IFAD-ის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა დელეგატებთან ერთად, მსოფლიოში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით რეგიონის განვითარების სამომავლო ხედვის ასპექტები განიხილეს.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)