18:58 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-24 22:20:58, 1534 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ქუჩებში უკვე 420 შმAXI-ისტი მოძრაობს

"შმAXI"-ს უკვე 420 რეგისტრირებული მასწავლებელი ჰყავს. - ამის შესახებ "გირჩის" გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, "გირჩის" ოფისში "შმAXI"-ში გასაწევრიანებლად ყოველდღე ათეულობით ადამიანი მიდის. მათი უმრავლესობა ის ტაქსისტია, რომლებსაც ტაქსის ახალი რეგულაციების წყალობით, თბილისის მერიამ თვითდასაქმების საშუალება წაართვა. 

რეგისტრაციისთვის ასევე ისეთი ადამიანებიც მიდიან, რომელთაც მხარდაჭერის გამოხატვა და "შმაქსის" პოპულარიზება უნდათ.

"გირჩის" მიერ დაარსებული "შმAXI", საგანმანათლებლო კომპანიაა, ე.წ. ბორბლებიანი სასწავლო დაწესებულება. „შმაქსი"-ს მიერ დაქირავებული მასწავლებლები, იგივე "შმაქსისტები", მგზავრებს თავისუფლებასა და მისგან მოტანილ სიკეთეებზე ელაპარაკებიან და ასევე მათ ავტომობილში "გირჩის" მიერ მიწოდებული აუდიო მასალის ჩართვაც შეუძლიათ. ეს გახლავთ კიდევე ერთი რეგულაცია, რომლის გარღვევაც გირჩმა შეძლო. 

შმAXI-ის სლოგანია #ისწავლეგზადაგზა.

შმაქსაობის მსურველ ნებისმიერ ადამიანს, შეუძლია მივიდეს "გირჩის ოფისში", ბესიკის 4 ნომერში. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მოსახლეობაში საღი აზრის გავრცელების პროექტში ჩაერთოს და განაგრძოს მუშაობა. 

ასევე შეგახსენებთ, რომ „შმაქსის" გამოძახება ქოლ-ცენტრის მეშვეობითაც არის შესაძლებელი.

ნებისმიერ პირს, ვისაც „შმაქსის" საგანმანათლებლო სერვისის გამოძახება სურს, შეუძლია დარეკოს ნომერზე - 2 052 420. რაც შეეხება "შმაქსის" აპლიკაციას, მზადების პროცესშია და უახლოეს მომავალში მომხმარებელს ამ სერვისით სარგებლობაც შეეძლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics