|
2019-10-24 16:50:09, 1539 ნახვა
კომენტარი
ხმალაძე - მეტროს მომხმარებელთა ნაკადის მატება შემდგომშიც გაგრძელდება და ეს ასეც უნდა იყოს
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროპოლიტენის მომხმარებლის ნაკადის მატება ეკონომიკური აქტივობების ზრდამ გამოიწვია. ამასთამ, ხმალაძის თქმით, მეტროსა და ავტობუსებში მომხმარებელთა ნაკადის მატება შემდგომშიც გაგრძელდება და ეს ასეც უნდა იყოს. „აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებას და მათგან გამოვიდეთ. შევხედოთ თბილისის მეტროპოლიტენის ბოლოდროინდელ ტენდენციებს. რატომღაც ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა მეტროში ნაკადების მატება. რეალურად, მეტროში ნაკადები ყოველწლიურად მატულობს. თუ ყოველწლიურ მაჩვენებელს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მეტროს მოხმარება მინიმუმ 5%-ით ყოველწლიურად იზრდება. 2017-2018 და 2018-2019 წლების შედარებით მეტროს მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით, 11%-მდე გაიზარდა, ისევე როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის. ამის მიზეზი ეკონომიკური აქტივობების ზრდაა, მაგრამ თუ ჩემს სიტყვებს დავუბრუნდებით, თბილისის მერმა ჩვენ თავიდანვე მიზნად დაგვისახა სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება. თუ გავიხსენებთ 1 წლის წინ ყველაზე დიდი პრობლემა მომრავლებული საცობი და დაბინძურებული ჰაერი იყო. ამ საკითხების გადაწყვეტა სატრანსპორტო სისტემაში ერთადერთია. მეტროს მოხმარება ყოველწლიურად იზრდება, კიდევ გაიზრდება და უნდა გაიზარდოს კიდევაც. ეს ჩვენი სატრანსპორტო სისტემის გადაწყვეტაა. სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანიც მისი მომხმარებლის გაზრდაა. როდესაც მიზანს ვაღწევთ და ეს მიზანი საზოგადოებისთვის სასიკეთოა, ნამდვილად უნდა გვიხაროდეს“, - განაცხადა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.
მოამზადა გიორგი ჩაფიძემ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)