|
2019-10-23 15:25:26, 1125 ნახვა
რეგიონი
ლევან დავითაშვილი მოლდოვის რესპუბლიკის ელჩს, გეორგ ლეუკას შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მოლდოვის რესპუბლიკის ელჩს, გეორგ ლეუკას შეხვდა. შეხვედრაზე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით შესაძლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე ვენახების კადასტრის პროგრამის და ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის შესახებ რეგულაციების მნიშვნელობაზე. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე და ევროკავშირის მიერ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის კუთხით განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერაზე. „ევროკავშირი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების, ასევე ევროკავშირის რეგულაციებისა და დირექტივების ეფექტიანი დანერგვის კუთხით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მევენახეობა-მეღვინეობის, ხორბლის ჯიშების სელექციის, მეთესლეობის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით მოლდოვასთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს, ასევე განახლებადი ენერგიის გამოყენებისა და წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის საკითხებს. მოლდოვის რესპუბლიკის ელჩმა, გეორგ ლეუკასმა საქართველოს მიერ დარგში მიღწეული შედეგები დადებითად შეაფასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)