|
2019-10-23 14:47:16, 1287 ნახვა
რეგიონი
პროექტის „SKYE მომავლისთვის“ კლუბის წევრებისთვის ფუტკრის მოვლა-მოშენების მიმართულებით ტრენინგი ჩატარდა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე, პროექტის „SKYE მომავლისთვის“ და „SKYE Teens ახალგაზრდების გაძლიერება წარმატებისათვის“ კლუბის წევრებს ფუტკრის მოვლა-მოშენების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ. ცენტრის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს ქართული ფუტკრის პოპულაციებზე, ფუტკრის ანატომიის და მოვლა-მოშენების გზებსა და საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების პერსპექტივებზე ინფორმაცია მიაწოდეს. ტრენინგის მონაწილეებმა მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე არსებული ლაბორატორია დაათვალიერეს და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ. პროექტი „SKYE მომავლისთვის“ და „SKYE Teens ახალგაზრდების გაძლიერება წარმატებისათვის“ საქართველოს ოთხ რეგიონში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერითა და SOS ბავშვთა სოფელი საქართველოსა და World Vision საქართველოს პარტნიორობით ხორციელდება. პროექტის მიზანი ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და საზოგადოებაში თვითრეალიზაციაში მხარდაჭერაა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახალგაზრდა კადრების მოზიდვის, მომზადების და აგრარულ სფეროში მათი ჩართვის მიზნით, მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე უფასო სემინარ-ტრენინგებს რეგულარულად ატარებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)