|
2019-10-22 15:13:33, 1038 ნახვა
ეკონომიკა
ტიგრან ავინიანი: საქართველოს და სომხეთს აქვს პოტენციალი, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაკავშირებული ჩვენს მეგობრებთან
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ტიგრან ავინიანმა საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში, მნიშვნელოვანია რომ ორმა ქვეყანამ სინქრონიზებულად იმუშაოს ისეთ მიმართულებებში როგორიცაა ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა. „სომხეთს სამხრეთ-ჩრდილოეთის დერეფანი აქვს, რომელიც იძლევა საშუალებას ყველაზე მოკლედ, ბანდერაბასის პორტიდან საქართველოს პორტებამდე იყოს კავშირი, რაც, რა თქმა უნდა, შეესაბამება აბრეშუმის გზის ინიციატივას. ენერგეტიკა გახლავთ კიდევ ერთი სფერო, სადაც ურთიერთდაკავშირებულობა უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ვაშენებთ მესამე მაღალი ძაბვის ხაზს ირანთან და მაღალი ძაბვის ხაზს საქართველოსთან ურთიერთდაკავშირებული სადგურებით, რომლებიც სინქრონიზების საშუალებას მოგვცემს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობები საქართველოში, ასევე სომხეთში," - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ტიგრან ავიანიანმა. მსხვილ ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მთავრობებს შორის ჰარმონიზებული ურთიერთქმედების მნიშვნელობას. „თითოეულ ძირითად პროექტს, რომელიც შეიქმნა თითოეული ქვეყნის ტერიტორიაზე, უნდა გააჩნდეს სულ მცირე ეკონომიკური, რეალური საფუძველი. როცა ვსაუბრობთ მეგაპროექტებზე, ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე, ციფრულ ინფრასტრუქტურაზეც კი, მწამს, რომ პოლიტიკის ჰარმონიზაცია არის უმნიშვნელოვანესი საკითხი." - აღნიშნა ტიგრან ავინიანმა.
(NS)
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)