|
2019-10-22 14:26:49, 1940 ნახვა
საზოგადოება
„ვინ დაწერა „მთვარის მოტაცება“...პატივს ვცემ იუმორს, მაგრამ აქ ამისთვის მოსული არ ვარ“ - გოცირიძის კითხვები მიქაუტაძეს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის გიორგი მიქაუტაძის მოსმენა მიმდინარეობს. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარემ რომან გოცირიძემ, მიქაუტაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა, მათ შორის დეპუტატი დაინტერესდა, "რამდენია უმაღლესი სასჯელი მოტაცებასთან დაკავშირებით". „რამდენი არის უმაღლესი სასჯელი მოტაცებაზე? ადამიანმა შეიძლება ქალი მოიტაცოს, ქალმა კაცი, მანქანა, საინკასაციო მანქანა მოიტაცოს, ბრილიანტი, ძაღლი, კატა, ადამიანი, მიწა მოიტაცოს - ყველაზე დიდი სასჯელი რა არის?“, - მიმართა გოცირიძემ მიქაუტაძეს. პასუხად, მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ კითხვაზე პასუხი ზეპირად არ ახსოვს. „ზეპირად არ მახსოვს, განსხვავებული სასჯელებია, გააჩნია გარემოებებს“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ. დეპუტატმა მას ასევე ჰკითხა, თუ "რამდენია სასჯელი "მთავარის მოტაცებაზე" და ვინ არის მისი ავტორი. „პატივს ვცემ იუმორის გრძნობას, მაგრამ აქ არ ვარ ამისთვის მოსული, თავს შევიკავებ ამგვარ დისკუსიაში შემოსვლისგან. კონსტატნტინე გამსახურდია“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)