|
2019-10-21 17:37:45, 3122 ნახვა
რეგიონი
ხიჭაურის მოსახლეობა მალე ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს
შუახევში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის - ხიჭაურის ცენტრის კეთილმოწყობითი სამუშაოების განხორციელება დაიწყო. პროექტი, რომლის ღირებულება 144 910 ლარია ითვალისწინებს, ცენტრალურ გზაზე ქვეითად მოსიარულეებისთვის ბილიკის მოწყობას ქვაფენილით, ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსისა და სოფლის სახლის გარე ფასადის რეაბილიტაციას, სოფლის სახლის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას. მოეწყობა სკვერი, განთავსდება სკამები და ნაგვის დეკორატიული ურნები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,დიოკნისი“ ასრულებს.
სამუშაოების პირველი ეტაპი, დღეს შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, საკრებულოს წევრთან გურამ ზოიძესთან, ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს დავით დავითაძესთან და მერის წარმომადგენელთან ჭვანის ადმინისტრაციულ ერთეულში მალხაზ ტაკიძესთან ერთად დაათვალიერა. 69 899 ლარია გამოყოფილი ხიჭაურის ბაღის ეზოს კეთილმოწყობაზე. მიმდინარე სამუშაოებს შპს ,,ენერგოგზა“ ასრულებს. პროექტით გათვალისწინებულია საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხის, ლითონის ღობის, ბეტონის ბორდიულების, ხელოვნური საფარისა და ატრაქციონების მოწყობა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოეწყობა ღია სპორტული მოედანი. სულ ხიჭაურის ცენტრის კეთილმოწყობაზე 225,479 ლარამდე დაიხარჯება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)