|
2019-10-20 11:59:32, 2640 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხემძღვანელი - ტურისტული და ფულის მხარჯველი რუსეთი გვინდა და კულტურული არ გვინდა?
“ტურისტული და ფულის მხარჯველი რუსეთი გვინდა და კულტურული და სპორტული ტურისტი არ გვინდა?” – ასე პასუხობს “მეგა ტვ”-ს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა კოტე აბაშიძემ მოსკოვის თეატრის ვიზიტის გამო გამოთქმულ პროტესტს. “მესხიშვილის თეატრს ჰყავს 6 დამეგობრენული თეატრი, მათ შორის ერთ-ერთია მოსკოვის ,,ნიკიტკის კარიბჭესთან” , რომლის რეჟიშორიც დიდი ებრაელი და ჩვენი დიდი მეგობარი მარკ როზოვსკია. ჩვენ ამ თეატრთან მემორანდუმი გვაქვს გამოფრემული, ეს არის კულტურული ურთიერთობა. ჩვენ თეატრთან ვახორციელებთ პროექტებს, არც სახელმწიფო ინსტიტუციას და არც თვით თეატრების კავშირებს ამაში არანაირი მონაწილეობა არ აქვთ, ეს ყველაფერი პოლიტიკისგან შორს არის. ნორმალური და საღად მოაზროვნე ადამიანი არ უნდა იყოს ამის წინააღმდეგი. ტურისტული და ფულის მხარჯველი რუსეთი გვინდა და კულტურული და სპორტული ტურისტი არ გვინდა? ეს არის სახალხო დიპლომატიის უმაღლესი რანგი, კულტურული დიპლომატია, ასე არიან ისინი ჩამოსულები გასტროლებზე. ჩემთვის გაუგებარია ეს საპროტესტო ტალღა. თუ საქართველს მასშტაბით გამართულ ფესტივალებში მათ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, რატომ არ შეიძლება ვუმასპინძლოთ ქუთათურებმაც. ეს არის დემონსტრირება იმისა რომ, არსებული სიტუაციის მიუხედავად ჩვენ კულტურული, ტურისტული და სპორტული რუსეთის საწინააღმდეგო არაფერი გაგვაჩნია.” – აცხადებს კოტე აბაშიძე. აქციის მონაწილეებმა მოსკოვის თეატრალურ დასს და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის ადმინისტრაციას წითელი ბარათები უჩვენეს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)