|
2019-10-19 12:22:53, 4682 ნახვა
რეგიონი
შუახევში სახალხო ზეიმისთვის ემზადებიან
შუახევში სახალხო ზეიმისთვის ემზადებიან. ღონისძიების მთავარი ეპიცენტრი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაა. ღონისძიება, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, წელს განსხვავებული ფორმატით იმართებაა. სახალხო დღესასწაული ,,შუახევობა“ , რეგიონალურ ფოლკლორულ ფესტივალს ,,ფუძეობას“ მასპინძლობს, რომლის ძირითადი გზავნილია ტრადიციების შენარჩუნება, შუახევიდან წასული შუახეველების ფუძეზე დაბრუნება, ტურიზმისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობა. ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობები:
ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იქნება დეკორატიული აჭარული კუთხეები და ტრადიციული სამზარეულო; მოეწყობა სამეწარმეო მარკეტი, ადგილობრივი წარმოებული პროდუქტებისა და სოფლის მეურნეობის ნობათის გამოფენა-გაყიდვა, აჭარული კერძების დაგემოვნება - რძის ნაწარმი, ბორანო, სინორი, ხავიწი, კაიმაღი, აჭარული დაწნილი ყველი, ყურუთი და სხვა, წარმოდგენილი იქნება ეთნოგრაფიული ნიმუშების, ყოფითი და სამეურნეო ტრადიციებიას ამსახველი ვიზუალური მასალა. გაიმართება ფოლკლორული კონცერტი, სპორტული აქტივობები, ბარაბან და ბერიკების შოუ. მთავარი - საპატიო შუახეველების დაჯილდოება! და დასკვნითი კონცერტი - ჩვენი ქვეყნის წამყვანი ვარსკვლავების მონაწილეობით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)