21:44 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-19 11:23:44, 1544 ნახვა

საზოგადოება
გურამიშვილზე, აფეთქების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა - მამაკაცს სხეულის 65%-მდე აქვს დამწვარი

გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ექიმმა ირაკლი ჯაშმა განაცხადა. 

როგორც ექიმმა აღნიშნა, პაციენტი დამწვრობის ცენტრში დაახლოებით 9-ის ნახევარზე შეიყვანეს და ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 

"დამწვრობის ფართი შეადგენს 60-65%-ს, მესამე ხარისხის დაზიანებაა, აღენიშნება სასუნთქი გზების დამწვრობა და დამწვრობითი შოკი, ამ წუთისათვის მდგომარეობა მძიმეა. უტარდება რეანიმაციული ღონისძიებები", - განაცხადა ექიმმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს გურამიშვილზე, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა, რა დროსაც 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. რაც შეეხება აფეთქების მიზეზს, პირველადი ინფორმაციით, ის კორპუსში, ერთ-ერთ სართულზე დაგროვილმა გაზმა გამოიწვია. ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინაროებს. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics