|
2019-10-18 19:03:00, 1283 ნახვა
საზოგადოება
ჭიათურის მაღაროს იმ უბანზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სამუშაოები მოკვლევის დასრულებამდე შეჩერდა
ჭიათურის მაღაროს იმ მიწისქვეშა უბანზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სამუშაოები მოკვლევის დასრულებამდე შეჩერდა. გადაწყვეტილება შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთან ერთად მიიღეს. პროცესში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აქტიურად იყო ჩართული. ეკატერინე ტიკარაძე ჭიათურის მუნიციპალიტეტში დილიდან იმყოფებოდა. მინისტრმა პირველადი ინფორმაცია, შრომის ინსპექტორებისგან ადგილზე მოისმინა. შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი და „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. „ამ ეტაპისთვის მოვისმინეთ ანგარიში ჩვენი უწყებიდან, შრომის ინსპექცია მოკვლევას დილის ექვსი საათიდან აწარმოებდა. მოძიება მიმდინარეობს სამი უწყების ჩართულობით, ვთანამშრომლობთ შსს-სთან და ეკონომიკის სამინისტროდანაც იმყოფება ჯგუფი. რთულია წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რა იყო ამ ტრაგიკული ფაქტის გამომწვევი მიზეზი. ეს ყველაფერი დეტალურად იქნება შესწავლილი. ჩვენი თანამშრომელი რჩება ადგილზე და ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრთან ერთად ჭიათურაში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძეც იმყოფებოდა. „შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N2 სანგრევის შეჩერების შესახებ. მოკვლევის და ინსპექტირების პროცედურები გრძელდება, დეტალურად მოხდება ობიექტის დათვალიერება და შესწავლა, რის საფუძველზეც გახდება ცნობილი რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი“, - განაცხადა ბექა ფერაძემ. ჭიათურის მუნიციპალიტეტში ვიზიტამდე ეკატერინე ტიკარაძე წყალტუბოში, სოფელ ტყაჩირში, იმყოფებოდა. მინისტრმა დაღუპული მაღაროელის ოჯახს მიუსამძიმრა და მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო მწუხარება გამოთქვა. 2019 წლის 17 ოქტომბერს ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დარკვეთის მაღაროს მიწისქვეშა უბნის N 2 სანგრევზე მიმდინარეობდა გვირაბის გაყვანის სამუშაოები, კერძოდ აფეთქებული მასის (მარგანეცის) გამოტანითი სამუშაოები. დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა უბედური შემთხვევა, გარდაცვლილი მაღაროელი მტვირთავ დანადგარსა და გვირაბის კედელს შორის მოყვა, რა დროსაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმა მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)