23:42 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-18 17:45:03, 1355 ნახვა

კომენტარი
ბოკერია თადუმაძეზე: როცა ასეთ სკანდალში გაეხვევი, უნდა გეყოს პოლიტიკური ღირსება და კანდიდატურა მოხსნა

„როცა ასეთ სკანდალში გაეხვევი უნდა გეყოს პოლიტიკური ღირსება და თქვა, რომ მე აღარ ვიქნები კანდიდატი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ხელისუფლებას თადუმაძის მოსამართლედ დამტკიცება ძვირი დაუჯდება.

"როცა ასეთ საპატიო და საპასუხისმგებლო თანამდებობაზეა საუბარი, ამ მოსმენის შემდეგ რა რეპუტაცია და რა ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს ვინმეს თვალში? რა თქმა უნდა, გამოძიების სრული საფუძველი არსებობს, მაგრამ გამოძიებაზე მთავარი ამ ეტაპზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაა. უმრავლესობას ამ ყველაფრის შემდეგ მისი მოსამართლედ დამტკიცება ძვირი დაუჯდება. ჩემთვის პირადად მეტად მნიშვნელოვანია, უზენაესი სასამართლოს გადარჩენა ამ ტიპის ფიგურისგან“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics