|
2019-10-18 12:18:44, 1153 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი განათლების კვირეულის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა
გარემოსდაცვითი განათლების კვირეულის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები გაიმართა. კვირეული კატასტროფების რისკის შემცირების და ადრეული შეტყობინებების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებითა და მრავალფეროვანი შემეცნებითი აქტივობით გაიხსნა თბილისის ზოოპარკში. კვირეულის ფარგლებში ცენტრისა და სამინისტროს წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ თბილისისა და რეგიონების, როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლების 300-მდე მოსწავლებს და მათთვის საინტერესო გარემოსდაცვით თემებზე ესაუბრნენ. შეხვედრები შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებები, კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების წინაშე არსებული საფრთხეები, ნარჩენების მართვა და ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკა. გარემოსდაცვითი განათლების კვირეული, რომელიც მიზნად გარემოსდაცვითი საკითხებისადმი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს, 1977 წლის გარემოსდაცვითი განათლების პირველი მთავრობათაშორისი კონფერენციის შემდეგ დაწესდა. პირველი გარემოსდაცვითი განათლების მთავრობათაშორისი კონფერენცია 1977 წლის 14 ოქტომბერს თბილისში, UNESCO-სა და UNEP-ის ორგანიზებით ჩატარდა და გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრაში განათლების როლი განსაზღვრა. გარემოსდაცვითი განათლება კომპლექსური სწავლებაა, რომელიც საზოგადოებაში გარემოსდაცვით შეგნებას, ღირებულებებს და უნარ-ჩვევებს აყალიბებს. მისი მთავარი მიზანი გარემოს მდგომარეობაზე ადამიანის ქმედების ზეგავლენის შესწავლა და კვლევა, გარემოსდაცვითი პრობლემებისა და მათი მოგვარების გზების, ბუნებრივი გარემოს შენარჩუნების, დაცვისა და გაუმჯობესების საშუალებების ძიებაა.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)