|
2019-10-18 12:13:32, 3171 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ე.წ. „ოცნების ქალაქის“ პროექტი ხორციელდება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი „ოცნების ქალაქში“ იმყოფებოდნენ. ჯაბა ფუტკარაძე და ზაალ მიქელაძე მოსახლეობას შეხვდნენ და მათ „ოცნების ქალაქის“ პროექტთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნეს. მთავრობის წარმომადგენლებმა პროექტთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურების შესახებ ისაუბრეს და მოსახლეობას მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. "ოცნების ქალაქის" ტერიტორიაზე, შესაბამისი ტექნიკით, შიდა გზის მოსწორების სამუშაოები განხორციელდა. ამ დროისთვის „ოცნების ქალაქის“ პროექტირება დასრულებულია და უკვე გაფორმებულია მიღება-ჩაბარების ხელშეკრულება. ამ ეტაპზე მშენებლობის დაწყებისთვის საჭირო წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ძალიან მალე გამოცხადდება ტენდერი მშენებლობაზე და დაიწყება მშენებლობა. „ყველა ის დაპირება, რომელსაც ჩვენ გავცემთ, მათ შორის „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით, რომ ეს დასახლება გადაიქცევა ნამდვილ „ოცნების ქალაქად“, უპირობოდ იქნება შესრულებული. უპრეცენდენტო გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო იმ მძიმე სოციალური მდგომარეობით, რომელიც ჩვენ იქ ადგილზე გასვლისას დაგვხვდა. ეს იყო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი სოციალური პრობლემა და ჩვენმა მთავრობამ მიიღო საკმაოდ გაბედული გადაწყვეტილება“- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)