|
2019-10-16 16:20:18, 865 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ზედამხედველობის დეპარტამენტის სრული განახლება დაიწყო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ქედაში შეხვდნენ, ახალი ტექნიკა დაათვალიერეს და ინსპექტორებს საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. მინისტრის მოადგილე გაეცნო იმ სიახლეებს, რაც ზედამხედველობის დეპარტამენტში ბოლო პერიოდში განხორციელდა. საქმიანობის მაშტაბურობიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე დეპარტამენტში საშტატო რიცხოვნობა 100%-ით, 45-დან 90 საშტატო ერთეულამდე გაიზარდა. თითოეული თანამშრომელი აღიჭურვა შესაბამისი უნიფორმით და სპეციალური ტექნიკური საშუალებებით. ზედამხედველობის დეპარტამენტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადმოსცა მაღალი გამავლობის ავტომობილები - ინსპექტორებს მთელი საქართველოს მასშტაბით, 15 ახალი ავტომობილი უკვე ემსახურებათ. ტექნიკის ნაწილი, 10 ერთეული Toyota Hilux-ის მარკის ავტომობილი, რეგიონებში, დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე გადანაწილდა. ზედამხედველობის დეპარტამენტი შენობა-ნაგებობებში არსებულ სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს ამოწმებს. ასევე, განიხილავს სამშენებლო პროექტებს და გასცემს მშენებლობის შესაბამის ნებართვებს, შენიშვნებსა და რეკომენდაციებს. დეპარტამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება საკონსულტაციო შეხვედრების ოთახის მოწყობა, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ტექნიკით. ასევე, დაწყებულია ზედამხედველობის სისტემის გაელექტრონულების პროცესი. დაინტერესებული პირებისათვის/ორგანიზაციებისათვის უკვე ამოქმედებულია დეპარტამენტის ცხელი ხაზი - (0322 41) 4112. ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების პრევენცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ზედამხედველობის დეპარტამენტში განხორციელებულ სიახლეები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დეპარტამენტის ეფექტურობას და ქვეყანაში ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების რისკის შემცირებას.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)