|
2019-10-16 15:31:11, 814 ნახვა
საზოგადოება
მერიის პროექტს - „ჩემი ადვოკატი“ 2019 წელს სამართლებრივი დახმარებისათვის 14 000 მიმართვა დაფიქსირდა
თბილისის მერიის ააიპ-ში "ჩემი ადვოკატი" 2019 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, სამართლებრივი დახმარებისათვის 14 000 მიმართვა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მომართვიანობას 10%-ით აღემატება. საანგარიშო პერიოდში რაიონული გამგეობების ოფისების მიხედვით, ყველაზე მეტი მომართვიანობა ისნის რაიონში - 2213, სამგორში - 1921 გლადანში -1682 და 1642 ნაძალადევში დაფიქსირდა. გაწეული კონსულტაციების თემატიკის მიხედვით, მოქალაქეთა ყველაზე მეტი მომართვა სოციალურ საკითხებზე, უძრავი ქონების, სასარჩელო და სახელშეკრულებო დავებზე მოდის. რაც შეეხება ორგანიზაციის დისტანციურ კონსულტაციას, 2019 წლის პირველ 9 თვეში ცხელ ხაზზე მომართვიანობამ 7515 შეადგინა. ამავე საანგარიშო პერიოდში, ორგანიზაციაში პრაქტიკული საგანმათლებლო კურსი 213 სტუდენტმა გაიარა. ორგანიზაცია ორიენტირებულია სტუდენტების პროფესიაში მაქსიმალურ ინტეგრაციაზე.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)