|
2019-10-16 15:12:08, 1536 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული კილოგრამი ციტრუსი იყოს დროულად რეალიზებული
აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის ლოჯისტიკის, რეალიზაციის და სუბსიდირებისთვის უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა, რომელიც დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ გახსნეს. შტაბის გახსნას ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელები, ექსპორტიორები და მეციტრუსე ფერმერები ესწრებოდნენ. „მალე ციტრუსის ნარინჯისფერი რთველი შევა აქტიურ ფაზაში და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დროულად გატარდეს ყველა ის ღონისძიება, რაც უზრუნველყოფს ციტრუსის ჩაბარებას და შემდგომ ექსპორტს. ჩვენი მიზანია გარდა ტრადიციული საექსპორტო ბაზრებისა, პროდუქციის რეალიზაცია მოხდეს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ჩვენ ვაგრძელებთ სუბსიდირების პროგრამას სამრეწველო მანდარინთან მიმართებაში და ვფიქრობთ ეს მნიშვნელოვანია, რადგან აჭარაში თითოეული კილოგრამი ციტრუსი იყოს შესაბამისად კომპენსირებული. დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანია, რომ ძალიან ღიად მოვისმინოთ ყველა ის საკითხი, რომელიც აწუხებს, როგორც ექსპორტიორებს, ასევე ფერმერებს. ვისაუბროთ თუ რა გადაუდებელი ღონისძიებებია გასატარებელი, რომ გვქონდეს მაქსიმალურად წარმატებული ციტრუსის სეზონი და უზრუნველვყოთ შემოსავლის მიღება თითოეული ოჯახისთვის" - განაცხადა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. საექსპორტო მანდარინს 30–მდე ციტრუსის მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო გადაამუშავებს. წელს საპროგნოზო მონაცემებით ციტრუსის მოსავალი 50-55 ათას ტონამდე იქნება. შტაბის საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. შტაბი 1 თებერვლამდე იფუნქციონირებს. იმუშავებს ცხელი ხაზიც, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.
(N S)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)