22:38 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 14:51:15, 1243 ნახვა

საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას ვირუსებთან დაკავშირებით აფრთხილებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის პაატა იმნაძის ინფორმაციით, ქვეყანაში რინოვირუსებია გააქტიურებული. 

ამასთან, იმნაძის განცხადებით, სტატისტიკა ამავე პერიოდის შარშანდელ მონაცემებთან შედარებით არ გაზრდილა.

მისივე განმარტებით, რინოვირუსი გახშირებული სურდოთი, ტემპერატურითა და ყელის ტკივილით ხასიათდება. იგი დავირუსებულ მოქალაქეებს სახლში დარჩენას ურჩევს.

"ბოლო პერიოდში ცირკულირებს რინოვირუსები. უფრო გასაგები რომ იყოს, ვიტყვი, რომ სურდო თუ ბევრია ეს რინოვირუსია, თუ თვალების კონიუკტივიტია ეს უფრო ადენოვირუსია. ვირუსებს ავრცელებნ ის ადამიანები, რომლებიც დაავადების შემთხვევაში სახლში არ რჩებიან. ბავშვი არც სკოლაში და არც ბაღში, ხოლო ზრდასრული ადამიანი სამსახურში არ უნდა მიდიოდნენ", - განაცხადა პაატა იმნაძემ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics