22:38 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 13:40:31, 1005 ნახვა

საზოგადოება
გლდანში არასრულწლოვანი დაჭრეს - მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

გლდანში, მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანი დაჭრეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.

როგორც ექიმი ქეთევან კუპატაძე აცხადებს, მოზარდს ჭრილობები მუცლის ღრუში ჰქონდა მიყენებული, რის შედეგადაც დაზიანება პანკრეასისა და კუჭის არეში აქვს მიღებული. მისივე ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. 

"პაციენტი კლინიკაში შემოყვანილია 15 ოქტომბერს, მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის შედეგად მიღებული აქვს პანკრეასის და კუჭის დაზიანება. ჩატარდა ქირურგიული ჩარევა, ამ ეტაპზე, პაციენტის მდგომარეობა შეესაბამება ოპერაციის შემდგომ პერიოდს. რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, თუმცა მეტ-ნაკლებ სტაბილიზაციას მივაღწიეთ ამ დროის განმავლობაში", - განაცხადა ქეთევან კუპატაძემ.

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics