|
2019-10-15 18:48:32, 1482 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე მამალაძე: საპატრიარქო ჩემი ძმის ციხეში დატოვების სანაცვლოდ ივანიშვილს არჩევნებში მხარდაჭერას შეპირდა
„საპატრიარქომ ბიძინა ივანიშვილს შესთავაზა, რომ, თუ ჩემს ძმას საპყრობილეში დატოვებს 2020 წლის არჩევნებისთვის მხარდაჭერას აღუთქვამს. - ამის შესახებ თორნიკე მამალაძემ "ექსპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მთავარი მიზანი კვლავ დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლება რჩება, რის გამოც აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება. ,,ჩვენი მიზანია ამ აქციებს პერნამენტული სახე მივცეთ. ჩვენი მოთხოვნა იყო და დღემდე რჩება ჩემი უდანაშაულო ძმის გათავისუფლება. ბიძინა ივინიშვილმა თავის დროზე ჩემი ძმის დაკავების ბრძანება გასცა. იგი გამოკეტა საპყრობილეში, რადგან საპატრიარქომ მთელი მხარდაჭერა აღუთქვა. საპატრიარქოს ეშინია ჩემი ძმის გათავისუფლება, რადგან ის ფლობს გარკვეულ ინფორმაციებს, რომელიც საპატრიარქოს დააზარალებს. ეს არის არა მხოლოდ ფინანსური საკითხები, არამედ ზნეობრივი დარღვევები. საპატრიარქომ ბიძინა ივანიშვილს შესთავაზა, რომ, თუ ჩემს ძმას საპყრობილეში დატოვებს 2020 წლისთვის მხარდაჭერას აღუთქვამს. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილმა თავისი ბოროტი მიზნებისთვის ამას დათანხმდა და სწორედ ამიტომ უდანაშაულო ადამიანი საპყრობილეში დატოვა. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ მანამ, სანამ სამართლიანობა არ აღსდგება და ის ბოროტი სისტემა რასაც ბიძინა ივანიშვილი ჰქვია დამარცხდება. ჩვენ ყველა შესაძლო ხერხით შევეცდებით გავაერთიანოთ ის ადამიანები, რომლებიც ოლიგარქის მიერ სახლში განადგურებულები სხედან"- აღნიშნა თორნიკე მამალაძემ. ლიკა ბესელია
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)