|
2019-10-15 16:06:41, 1256 ნახვა
საზოგადოება
სამეწარმეო რეესტრის ახალი ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია ქუთაისში გაიმართა
სამეწარმეო რეესტრის ახალი ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია, ბათუმის, ზუგდიდის, თბილისისა და გორის შემდეგ, ქუთაისის იუსტიციის სახლში გაიმართა. ადგილობრივ მეწარმეებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურებსა და გამარტივებულ ელექტრონულ სერვისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ბიზნესის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სერვისებით, როგორიცაა განცხადებების შეტანა სუბიექტის რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების, სუბიექტის რეორგანიზაციის, რეგისტრაციის გაუქმების, ამონაწერის განახლების, ინფორმაციის მიღებისა და სხვა მოთხოვნებით სარგებლობა დაინტერესებულ პირებს პორტალის www.my.gov.ge მეშვეობით, ონლაინ შეუძლიათ. შპს-ს პარტნიორებს კი რეესტრი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, პარტნიორთა კრებები ელექტრონულ სივრცეში მოიწვიონ, ჩაატარონ და გადაწყვეტილებები მიიღონ, ელექტრონულ დოკუმენტზე კი ხელმოწერები ელექტრონულადვე განახორციელონ. პორტალზე ხელმისაწვდომი მომსახურებები შინაარსის მიხედვით არის დაჯგუფებული, რაც მომხმარებელს სასურველი მომსახურების არჩევასა და მისით სარგებლობას უადვილებს. ინტერნეტრესურსების გამოყენების შესახებ ინსტრუქციასთან ერთად, საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა შეხვედრის მონაწილეებს სააგენტოს მიერ შემუშავებული ნიმუშებიც გააცნეს, რომლებიც საჯარო რეესტრის ვებგვერდზეა napr.gov.ge/pol წარმოდგენილი. პრეზენტაციაზე მეწარმეებს ის უპირატესობები განემარტათ, რაც ელსერვისების მოხმარებას თან ახლავს. ასევე, საინფორმაციო ბუკლეტები და ID ბარათის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობები გადაეცათ, რომლითაც ონლაინ სერვისების მოხმარებისას, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებაა შესაძლებელი. ელექტრონული სერვისები, მომხმარებლის დროისა და ფინანსების დაზოგვასთან ერთად, დოკუმენტების უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის ხარისხს ზრდის და ადმინისტრაციული რესურსის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს.სამეწარმეო რეესტრის ახალი ელექტრონული სერვისების შესახებ საინფორმაციო კამპანია GIZ-გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით ხორციელდება.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)