|
2019-10-15 14:57:19, 1480 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანმა ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოთა იუსტიციის მინისტრების კონფერენციას სიტყვით მიმართა
ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული სამართლებრივი პოლიტიკა, კანონის უზენაესობისა და პირადი მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში, კორუფციასთან წარმატებული ბრძოლა, ელმმართველობა, ღია და გამჭვირვალე მთავრობა, სერვისების ხელმისაწვდომობა, მათ შორის, მაღალმთიან და რაიონული ცენტრებისაგან მოშორებულ სოფლებში − ეს იმ მიღწევების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტერიალის მონაწილეებს ესაუბრა. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ორგანიზებითა და საფრანგეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებას 30-ზე მეტი ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლები, მათ შორის, 20 ქვეყნის იუსტიციის მინისტრები, ესწრებიან. მინისტერიალი საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა ნიკოლ ბელუბემ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლილიან მარი პასკემ და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე ლინოს-ალექსანდერ სიცილიანოსმა გახსნეს. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტისა და საფრანგეთის ორგანიზებით გამართული მინისტერიალი 14 ოქტომბერს გაიხსნა. მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმი მუშაობას ხვალ ერთობლივი დეკლარაციის მიღებით დაასრულებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)