20:55 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-15 10:30:35, 1359 ნახვა

რეგიონი
სამთაწყარო-ფიროსმანის მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაცია განხორციელდა

ოცწლიანი პაუზის  შემდეგ სამთაწყაროსა და ფიროსმანის სავარგულები მოირწყა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ კახეთში, სამთაწყარო-ფიროსმანის მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაცია  განახორციელა.  

პროექტის ფარგლებში: აშენდა ახალი სატუმბი სადგურები; სარწყავი სისტემის 16- კილომეტრიან მაგისტრალურ არხს და  მასზე არსებულ  ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა; არხები მთლიანად გაიწმინდა ბუჩქნარისა   და გრუნტის ნატანისგან; დაზიანებული  რკინა-ბეტონის ფილების სანაცვლოდ მოეწყო მონოლითური არმირებული ბეტონი.   აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა ხიდებს, ღვარსაშვსა და წყალაღების კვანძებს.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად,  სოფლების ფიროსმანისა და სამთაწყაროს  1000- ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის  მორწყვა გახდა შესაძლებელი.  

საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ,   დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში   აღდგენილი სარწყავი სისტემა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics