|
2019-10-14 21:29:58, 10861 ნახვა
პოლიტიკა
სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით გავრცელებული არაერთი ცრუ ინფორმაციით დაგვამახსოვრეს თავი და როგორც ჩანს, ახლაც ასე ცდილობენ თავის გამოჩენას. ამასთან, მედიას მივმართავთ თხოვნით, მომავალში ამ ბატონების მიერ გაჟღერებული სხვა ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმონ, რათა საზოგადოება არ შეიყვანონ შეცდომაში“, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. TV პირველის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს. ცნობისთვის, ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე მიმდინარე წლის 18 აპრილს დაინიშნა. მანამდე იგი ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. თურნავამ აღნიშნულ პოსტზე გიორგი ქობულია ჩაანაცვლა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)