|
2019-10-10 17:51:13, 4702 ნახვა
პოლიტიკა
უზენაესის კანდიდატ ზაზა თავაძეს სამართლის მიმართულებით მაგისტრატურაში არ უსწავლია
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ზაზა თავაძეს სამართლის მიმართულებით მაგისტრატურაში არ უსწავლია. - ამის შესახებ დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ პარლამენტში გამართულ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც ზაზა თავაძის დოკუმენტებით ირკვევა მან ოთხი წელი სამართალზე ისწავლა შემდეგ კი მაგისტრატურა საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების განხრით გააგრძელა. მან ასევე აღნიშნა, რომ ის სამართლის განხრით დოქტორანტურაში სწავლობს. "თქვენ ჩაირიცხეთ დოქტორანტურაში იმიტომ, რომ მაგისტრის ხარისხი გქონდათ საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით და ამის შესაძლებლობას უმაღლესი განათლების შესახებ კანონი იძლევა... მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სანამ პირს დოქტორის ხარისხი არ მიენიჭება ის არის სამართლის მაგისტრი", — აღნიშნა ირაკლი აბესაძემ. როგორც დეპუტატი ამბობს, დღეს ზაზა თავაძე მინიმალურ და ფორმალურ საკვალიფიკაციო მონაცმებესაც ვერ აკმაყოფილებს. ირაკლი აბესაძემ უვადო მოსამართლეობის კანდიდატს ის საგნებიც გაახსენა, რომლებსაც მაგისტრატურაზე სწავლობდა და უთხრა, რომ როცა დოქტორის ხარისხს მიიღებდა კონკურსში მონაწილეობა შემდეგ მიეღო. მოამზადა გიორგი ჩაფიძემ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)