|
2015-07-16 10:21:33, 383 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირი საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანსა და წითელუბნის ტერიტორიაზე სადემარკაციო ნიშნების უკანონოდ აღმართვასთან დაკავშირებით ევროკავშირი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც ევროკავშირის განცხადებაშია აღნიშნული, პროვოკაციული ნაბიჯები, რომელიც ვითარების სტაბილიზაციის მცდელობას აზიანებს, თავიდან უნდა იქნას აცილებული. "ახალი სადემარკაციო ნიშნების დაყენებამ საქართველოს რეგიონის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე, დაძაბულობა გამოიწვია, რამაც შესაძლოა პოტენციურად უარყოფითი გავლენა იქონიოს ადგილობრივ მოსახლეობაზე, მათ ცხოვრებასა და თავისუფალ გადაადგილებაზე. ისეთი ნაბიჯები, რომელიც შესაძლოა, პროვოკაციულად იყოს გაგებული, თავიდან უნდა იქნას აცილებული, ასევე ქმედებები, რომლებიც აზიანებს ვითარების სტაბილიზაციის მცდელობებს“,-ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებს დაძაბულობის განსამუხტად გამოიყენოს ჟენევის ფორმატი და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი. ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)