|
2019-10-07 17:48:56, 1588 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა პარლამენტში ვანო ზარდიაშვილის შეცვლაზე უარს ამბობს
თბილისის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ზარქუა პარლამენტში ვანო ზარდიაშვილის ჩანაცვლებას არ აპირებს, - ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ზარქუამ აღნიშნა, მისთვის დიდი გამოცდილება იქნებოდა პარლამენტში მუშაობა. თუმცა, დეპუტატის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ის ერთი თვის წინ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს, უმჯობესი იქნება მუშაობა საკრებულოში გააგრძელოს. "მივიღე გადაწყვეტილება, დავრჩე საკრებულოში და ამ ეტაპზე უარი ვთქვა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე", - აღნიშნა ზარქუამ. როგორც ირაკლი ზარქუა ამბობს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მიხედვით მის შემდეგ სიაში თემურ გოცირიძეა. ცნობისთვის, პარლამენტში ვაკანტური ადგილი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)